ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპის ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკების შემდეგ, ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

სიხარულით გაცნობებთ, რომ ედან ალექსანდერი, ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან მძევლად იყო აყვანილი, სახლში, თავის ოჯახთან ბრუნდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის თქმით, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ მრავალთაგან, რომელიც ამ სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლადაა აუცილებელი.

“სიხარულით გაცნობებთ, რომ ედან ალექსანდერი, ამერიკის მოქალაქე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან მძევლად იყო აყვანილი, სახლში, თავის ოჯახთან ბრუნდება. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ არაჩვეულებრივი ამბის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. ეს იყო კეთილსინდისიერად გადადგმული ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი შუამავლების, კატარისა და ეგვიპტის მიმართ, რათა დასრულებულიყო ეს ძალიან სასტიკი ომი და ყველა ცოცხალი მძევალი და დაღუპულის ნეშტი დაბრუნებულიყო მათ ახლობლებთან. იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ მრავალთაგან, რომელიც ამ სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლადაა აუცილებელი. მოუთმენლად ველი ამ სადღესასწაულო დღეს” – დაწერა ტრამპმა.

ამასთან ერთად, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ კვირას, 11 მაისს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევის ფარგლებში, ტყვეობიდან ისრაელელ-ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ალექსანდერი ერთადერთი ცოცხალი ამერიკის მოქალაქეა 59 მძევალს შორის, რომელიც კვლავ ჰამასის ტყვეობაში იმყოფება.

Reuters-ის ცნობით, ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.

იტვირთბა....