სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს იმიტომ, რომ წითელ მოედანზე ტრიბუნაზე უკეთესი ადგილის მოიპოვონ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია,რომ ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა.
„სამწუხაროა, რომ ევროპაში გარკვეული პირები ბლოკავენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესს არა იმისთვის, რომ საკუთარი ერების ინტერესებს ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ წითელ მოედანზე ტრიბუნაზე უკეთესი ადგილის მოიპოვონ.
ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, წელს ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ მოლაპარაკებები.
ევროპაში, მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად გაიმარჯვოს ევროპულმა ღირებულებებმა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა. მადლიერები ვიქნებით ჩეხეთის რესპუბლიკის ამ პოზიციის ევროპულ დონეზე მხარდაჭერისთვის. ევროპა ძლიერი უნდა იყოს, რათა მასში შემავალი ყველა ერის ინტერესები დაცული იყოს,“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

