რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა – როგორც ცნობილია, ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.
“ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და ვისაც კვლავ სჯერა თავისუფალი, დაფასებული და სუვერენული რუმინეთის“ – განაცხადა სიმიონმა.
რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.

