“ვაპირებ წასვლას და წერტილი” – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს.
“ვაპირებ 80 წლის იუბილეზე წასვლას და წერტილი“, – აღნიშნა ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.
„დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა: იზეიმეთ, შეგვიძლია დრონი ჩამოგიგდოთ. ამის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“ – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

