იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, 290 ხმით, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. ლევან მიქაბერიძე 34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩა. ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოში გადავიდა.
კენჭისყრის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია მიმდინარეობდა!
შენობასთან შეკრებილები იყვნენ და აქცია გამართეს მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულთა მშობლებმა.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

