ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.
ტრამპმა truth social-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ შტატებმა სხვა დანარჩენზე გაცილებით მეტი გაიღო აღნიშნულ ომში გამარჯვებისთვის.
გარდა ამისა, ტრამპმა 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.
„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“– წერს ტრამპი.

