ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა – არგუმენტად მან გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მიერ “ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე” დაასახელა.

  • შეგახსენებთ, ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს. დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.

მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი 8 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაიკითხა.

იტვირთბა....