ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა უნდა” – თეთრი სახლი

“პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა”, – ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლან ლევიტმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცეცხლის 3-დღიან შეწყვეტაზე.

ამასთან, ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად არის იმედგაცრუებული პუტინით და ასევე ვოლოდიმირ ზელენსკით, იმის გამო, რომ მხარეები არ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, “ჰუმანიტარული მოსაზრებებით” მიიღო.

იტვირთბა....