ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულია ცხრა ადამიანი.
“ამ დროისთვის, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ „ლაპუ ლაპუს“ ფესტივალზე მამაკაცის მიერ ავტომობილით ხალხში შეჭრის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კანადის ქალაქ ვანკუვერში ფესტივალის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა. დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

