ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პაკისტანში აცხადებენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ნეიტრალურ გამომძიებლებთან ქაშმირის სადავო შტატში ტურისტებზე თავდასხმის გამოსაძიებლად

პაკისტანში აცხადებენ, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ ნეიტრალურ გამომძიებლებთან ქაშმირის სადავო შტატში 22 აპრილს ტურისტებზე თავდასხმის გამოსაძიებლად:

“პაკისტანი სრულად მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ნეიტრალურ გამომძიებლებთან, რათა უზრუნველყოს, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს და სამართლიანობა აღსრულდეს. პაკისტანი კვლავ ერთგულია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთაშორისო ნორმების დაცვისა, მაგრამ არ დათმობს თავის სუვერენიტეტს“ – განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰსინ ნაქვიმ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს რის შედეგადაც დაიღუპა 26 ადამიანი.

იტვირთბა....