“მთავრობა” უნდა გადადგეს! – სტუდენტური მოძრაობა “დაფიონი” 26 აპრილს, 14:00 საათზე, დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე თავისუფლების მარშს გამართავს.
“უწყვეტი ბრძოლის 150-ე დღეს ვმართავთ თავისუფლების მარშს! საქართველო და სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ!
150 დღეა, რაც ვდგავართ ქუჩაში – პროტესტით, მარშებით, სიტყვით და სიმართლით. ამ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ეს ხელისუფლება არ უსმენს ხალხს. იგი აგრძელებს რეპრესიებს, არღვევს თავისუფლებას და გვართმევს საქართველოს მომავალს.
სწორედ ამიტომ, ამ მარშზე, პირველად ვაყალიბებთ ახალ და აუცილებელ მოთხოვნას – დაუყოვნებლივ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა!
ამ პროტესტით იბადება “ერთობა”, რომლის მიზანია ქვეყნის დაბრუნება და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება!
მარში შეგდება დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე, სადაც იწყება სამართლის გაყალბება.
შემოუერთდეთ მარშს და შემოუერთდით ერთობას!” – ნათქვამია განცხადებაში