“პირველების“ ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით, განცხადებას გაავრცელებს.
როგორც წყარო “პირველებს“ უყვება, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ოცნების“ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, ერთადერთ სწორი პოლიტიკური პოზიცია არის, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა.
“არ შეიძლება მიტაცებული პარლამენტისთვის, ლეგიტიმაციის ელემენტების მინიჭება. თუ ვამბობთ, რომ პარალმენტი არალეგიტიმურია, ეს ნიშნავს, რომ არალეგიტიმურია ყველაფერი, რაც ამ ინსტიტუციის წიაღში შეიქმნა. კატეგორიულად მიუღებელი იქნება მის საქმიანობაში მონაწილეობა, ოპიზიციური აქტორების მხრიდან“,- ციტირებს წყარო პრეზიდენტის სიტყვებს და არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააჟღეროს.