იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ცვლილებების მიხედვით, 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი: თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა: მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.
ნარკოპოლიტიკაში ახალი კანონპროექტის მიხედვით დაგეგმილ ცვლილებებზე დეტალურად წაიკითხეთ ბმულზე.