იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა „არსებითად იმეორებს“ სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.