უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ფაქტი, უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნასთან დაკავშირებით.
“მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დღეს ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა”.– თქვა ზელენსკიმ.
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ეს არის პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ.