ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება – ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ ისაუბრეს

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

შვედის პოლიტიკოსის, ბორიანა აბერგის თქმით, „ახალი არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.“

„ვითარება საქართველოში უარესდება. გუშინ თბილისის ქუჩებში პროტესტის 130 დღე აღინიშნა. ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ძალადობას და რეპრესიებს აპროტესტებს. ასობით დემონსტრანტს და ჟურნალისტს სცემეს, თუმცა არცერთი პოლიციის ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმაზე, ვინ დგას ამ ძალადობის მიღმა. ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში თქვა, ახალი არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“,- განაცხადა აბერგიმ.

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები 10 აპრილს გაიმართება.

იტვირთბა....