გუშინ, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს facebook-გვერდზე საქართველოსადმი ევროკავშირის გზავნილები გამოქვეყნდა.
აღნიშნულ გზავნილებს დღეს, მედიასთან ინტერვიუში, ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
„საფრანგეთის ელჩმა უნდა მიხედოს, პირველ რიგში, თავის ქვეყანას, ხედავთ რა ხდება, საფრანგეთში არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა. ამ დროს ჩვენთან ისეთ საკითხებზე აქვთ შენიშვნები, რაც არ იმსახურებს. ჩვენი ელჩები ასეთ რამეს არ აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მანკიერება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში საფრანგეთში, დღეს აბსოლუტურად ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავთ… ისინი არ უნდა ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში, მითუმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი ელჩი, ეს არის ვენც კონვენციის პირდაპირი დარღვევა“, – განაცხადა კობახიძემ.