უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა.
ორბანის თქმით, ICC ბოლო წლებში პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.
“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო წლებში პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა, ბოლო წლებში ის არის არა კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო, არამედ პოლიტიკური სასამართლო, – თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ICC-დან გასვლის შემთხვევაში უნგრეთი გახდება ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნაწილი არ იქნება.