ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელების აქცია მიმდინარეობს

მაღაროელთა პროტესტმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადმოინცავლა. ისინი საპროტესტო აქციებს 29 დღეა მართავენ.
“ჯორჯიან მანგანეზის” მიერ დაზარალებული მოქალაქეები ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაციას მოითხოვენ.

ამასთან, მაღარიელები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ ჭიათურაში შექმნილ სოციალურ კრიზისთან და მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით.

მათი მთავარი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ მიიღონ კუთვნილი ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება.

შეგახსენებთ, რომ უკვე  ორრ კვირაზე მეტია ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეჩერებულია.

იტვირთბა....