ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანკარაში მასობრივი შეკრებები 1 აპრილამდე აიკრძალა

ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაცის ცნობით, ანკარაში მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1 აპრილამდე აკრძალა.

„მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, დემონსტრაციები, მსვლელობები, განცხადებები პრესისთვის, მჯდომარე გაფიცვები, ხელმოწერების შეგროვების კამპანიები, მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ასევე ფლაერების გავრცელება და ბანერების გამოფენა, 26 მარტის 00:00 საათიდან 1-ელი აპრილის 23:59 საათამდე აკრძალულია“, – აღნიშნულია ანკარის გუბერნატორის განცხადებაში.

იტვირთბა....