ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

11 პირის პროცესზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს შვანგირაძის აცილების შუამდგომლობით ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა მიმართა, შუამდგომლობა სხვა ბრალდებულების ადვოკატებმაც გაიზიარეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები პროცესს ვერ ესწრებიან.
დღევანდელი პროცესიდან შვანგირაძემ ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე გააძევა, რის შემდეგაც კიდევ ერთმა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა, სხდომა საკუთარი სურვილით დატოვა.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ირაკლი ქერაშვილის თხოვნა, ემიგრანტი დედის პროცესზე დაშვების შესახებ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის:ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.
იტვირთბა....