ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

ოკუპირებულ ლუგანსკში მედიის სამი თანამშრომელი დაიღუპა

24 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში პროკრემლისტური მედიის სამი თანამშრომელი მუშაობისას დაიღუპა.

დაღუპული არიან Известия-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ ფედორჩაკი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის – Звезда-ს – ოპერატორი, ანდრეი პანოვი და მისი მძღოლი, ალექსანდრ სირკელი.

Известия-ს თანახმად, ფედორჩაკი რეპორტრაჟის მომზადების დროს დაიღუპა, მისი ბოლო რეპორტაჟი კი წინა დღეს, 23 მარტს გავიდა. რეპორტაჟი კუპიანსკის მიმართულებით რუსულ იერიშს ეხებოდა.

რუსული მედიის თქმი, ჟურნალისტები უკრაინული იერიშის შედეგად დაიღუპნენ.

Звезда აღნიშნავს, რომ პანოვისა და სირკელის მანქანაზე იერიში HIMARS-ით მიიტანეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს.

იტვირთბა....