ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს” – რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს.

რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების სასაუბრო მაგიდასთან მიყვანა მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია.

 

ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ლიდერი არსებობს, რომელსაც შეუძლია ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა. ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საუდის არაბეთში მიდის შეხვედრა შესაბამის მხარეებთან იმ იმედით, რომ მივაღწევთ წინსვლას იმ შედეგის მისაღებად, რომელიც ყველას გვსურს”.– განაცხადა რუბიომ

შეგახსენებთ, რომ  რუსეთსა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაახლოებით 12 საათი გაგრძელდა.

უცხოური მედიის თანახმად, ერთობლივი განცხადების დოკუმენტი სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.

იტვირთბა....