დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ამას მალე მხარეები ხელს მოაწერენ.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა 24 მარტს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ და თქვა, რომ შეხვედრაზე ტერიტორიების შესახებ ჰქონდათ საუბარი.
“მჟამად ვსაუბრობთ ტერიტორიების შესახებ. ვსაუბრობთ დემარკაციის ხაზებზე, ძალაუფლებაზე, ატომური სადგურების მფლობელობაზე. ზოგი ამბობს, რომ ატომურ სადგურები აშშ-ს მფლობელობის ქვეშ უნდა გადავიდეს… რადგან გვაქვს შესაბამისი გამოცდილება”.- თქვა ტრამპმა.