გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ბერლინმა ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო, რომლებიც მათ ქვეყანაში შესვლას ეხება.
“თითქმის 3 თვეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი მომავლისთვის ევროკავშირში და აპროტესტებს ხელისუფლების კურსს. დაშინება, დაკავება და ძალადობა გრძელდება. დღეს, გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები ქართველი მაღალჩინოსნების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი”, – წერია ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ეს სავიზო შეზღუდვები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები 31 დეკემბერს დაუწესა.