საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საკუთარ გეგმაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს ხალხთან ერთად.
მან ასევე განაცხადა, რომ თავის როლს ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანაში ხედავს.
ზურაბიშვილის თქმით, ის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით, დაესწრება ამერიკის ახალარჩეულის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვასაც და თქვა, რომ „ორი აზრი არ არის, რომ არჩევნები დაინიშნება.“
ზურაბიშვილმა ჭოველიძის ქუჩაზე ახალი ოფისი გახსნა. ის მედიას დღეს სწორედ იქ მასპინძლობდა.