საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს.
ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საკუთარ გეგმაზე საუბრობს.
ზურაბიშვილმა ჭოველიძის ქუჩაზე ახალი ოფისი გახსნა და აღნიშნა, რომ ეს არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში.
„მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლის, შეიძლება არ გავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში“, – თქვა ზურაბიშვილმა.