საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საკუთარ გეგმაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს ხალხთან ერთად.
მან ასევე განაცხადა, რომ თავის როლს ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანაში ხედავს.
მეხუთე პრეზიდენტმა უპასუხა არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვასაც და თქვა, რომ „ორი აზრი არ არის, რომ არჩევნები დაინიშნება.“
ზურაბიშვილმა ჭოველიძის ქუჩაზე ახალი ოფისი გახსნა. ის მედიას დღეს სწორედ იქ მასპინძლობს.