“დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისი თქით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დატოვებს თავის ოთხ რეგიონს, შეწყვიტავს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე – მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.
„ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“, – განაცხადა შოლცმა.