აქტუალური თემა ახალი ამბები

“მეილი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ვამოწმებთ”-წილოსანი

„მართლა სვამ ამ კითხვას? შენთვის რომ იცოდე, არავის არ მისვლია ეს მეილი. ვერ გეტყვი (ვინ არის დასანქცირებული). ჩვენც, ბევრი კოლეგა ჩემი ითხოვს, რომ იქნებ კონკრეტულად ვინმეს უთხრან,“ – ასე ეხმაურება სახდეპის სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი.

წილოსანი ამტკიცებს, რომ არც მის კოლეგებს სანქცირებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია.

იმის საპირწონედ, რმ მე ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა, ვინმე მემუქრებოდეს იმით, რმ სხვა ქვეყანაში ვერ შევალ, თუნდაც კითხვა რასაც გულისხმობს, არის უზომოდ შეურაცხმყოფელი. ნამდვილად არ მეგულება მათ შორის არცერთი ჩემი კოლეგა, ვისაც რაიმე მეილი მსგავსი მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ვამოწმებთ და ვმუშაობთ მეილებით, ეს ერთ-ერთი ჩვენი სამუშაო წყაროა,“ – ამბობს წილოსანი.

იტვირთბა....