ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არამზადა ელისაშვილი ბევრჯერ გაიყიდა და ყევლაზე არასანდო ადამიანი, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში” – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ალეკო ელისაშვილს “ოცნებაზე” მიყიდულ და მისგან მართულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ეს განცხადება ეკა ბესელიან “მოქალაქეების” ლიდერი ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, ელისაშვილს ცილისწამების გამო ერთხელ პროცესი უკვე მოუგო და თუ არ გაჩერდება, მარცხი მეორედაც ელოდება.

“რაც შეეხება ამ არამზადა ელისაშვილს, რომელიც თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა და ყევლაზე არასანდო ადამიანი, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, დღეს ელისაშვილია, რომელიც შემდეგ “ოცნებამ” იყიდა და “ოცნებისგან” მიყიდული და მისგან მართული ადამიანია,. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც დაგეგმილი კამპანია აწარმოა ჩემს წინააღმდეგ. მე მას მოვუგე პროცესი და ცილისწამებისთვის მან გადაიხადა კიდეც კომპენსაცია, თუ ენას არ გააჩერებს და ამ ცილისწამებას გააგრძელებს, ამ ვითარებაშიც კი მოუწევს კიევ შემდეგ ჯერზე განიცადოს ის მარცხი, რაც განიცადა. ეს არის გაყიდული პოლიტიკოსი, რომლის მყიდველიც, პირდაპირ გეუბნებით ვინ არის, დღეს მმართველი პარტიაა მისი მყიდველი, – ამბობს ეკა ბესელია.

შალვა პაპუაშვილის შემდეგ ეკა ბესელიაზე იერიში “მოქალაქეების” ლიდერმა მიიტანა. ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა და ფულს ამ გზით შოულობდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “სამართლიანობისთვის” ლიდერს უნამუსოს და შუბლის ძარღვ გაწყვეტილად მოიხსენიებს.

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, პარლამნეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან საკუთარი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭირვალეობას ითხოვს.

იტვირთბა....