“საქართველო დგას გადამწყვეტ საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!
დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ შეიყვანოს!
თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც:
• დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა!
• სიტყვის თავისუფლება დაიხშობა, მედია კი სრულად დაექვემდებარება რეჟიმს!
• შეკრებისა და პროტესტის უფლება აღარ იარსებებს!
• ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ბნელი გავლენის ქვეშ!
ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!
თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება!
ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, საიდანაც მსვლელობა გაემართება თავისუფლების მოედნისკენ.
15 თებერვალი, 18:00სთ” – ნათქვამია განცხადებაში
წყარო:tabula.ge