აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ირაკლი კობახიძემ ალენ ბერსეს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აღარ სურს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა” – ევროპის საბჭო

ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი “უცხო­ურ გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უარ­ზე შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, 3 თე­ბერ­ვალს ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ალენ ბერ­სე ტე­ლე­ფო­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ში შეს­წო­რე­ბე­ბის შე­სა­ტა­ნად ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნა­ზე ესა­უბ­რა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის შექ­მნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა 2024 წლის 20 დე­კემ­ბერს ბერ­სეს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის დროს იქნა მიღ­წე­უ­ლი. 20 იან­ვარს ევ­რო­პის საბ­ჭოს სამ­დივ­ნომ წე­რი­ლი გა­აგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­თხო­ვა სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ორ­შა­ბა­თის, 3 თე­ბერ­ვლის კი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს, კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ “შეც­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო” სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აღარ სურს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის შე­საც­ვლე­ლად ერ­თობ­ლივ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც ეს წი­ნას­წარ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

“გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა დიდი შეშ­ფო­თე­ბით აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მან ასე­ვე თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბა გა­ი­მე­ო­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტის პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე. ახლა მი­ზა­ნი ახა­ლი ვი­თა­რე­ბის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბაა, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან დი­ა­ლო­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იტვირთბა....