აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს

თბილისში ამ წუთებში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს, რომელიც 15:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორი Public Assembly • საზოგადოებრივი ასამბლეა გახლავთ.

“საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის სადამფუძნებლო ყრილობა – დროა გავერთიანდეთ!
📢 მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის!
⚖️ დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა.
ჩვენი ისტორია გვაჩვენებს, რომ ერთიანობით შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. 1917 წელს, ეროვნული ყრილობის წევრებმა, მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, შექმნეს საერთო პლატფორმა, სადაც ხდებოდა საზოგადოების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.
დღეს, საზოგადოებრივი ასამბლეა ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელებაა – ღია, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სივრცე, რომელიც საშუალებას მოგვცემს:
✅ ერთობლივად მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
✅ დავძლიოთ მიმდინარე კრიზისი მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით;
✅ დავამკვიდროთ სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის მოდელი;
✅ მომავალში ავირიდოთ მსგავსი კრიზისები და შევქმნათ უკეთესი საზოგადოება!
🌍 ეროვნული ყრილობა იქნება პირველი ნაბიჯი ამ ცვლილებებისკენ, სადაც თბილისი და რეგიონები, ერთად იმსჯელებენ საერთო პრობლემებზე და იპოვიან საუკეთესო გამოსავალს.
⏳ დღესვე გაერთიანება ნიშნავს არა მხოლოდ არსებული კრიზისის გადაჭრას, არამედ დემოკრატიული მომავლის შენებას!
📅 ღონისძიება გაიმართება: 8 თებერვალს, 12:30-15:00
📍 ადგილმდებარეობა: https://maps.app.goo.gl/NsavbENFQChXTe9o6?g_st=isi
(შესასვლელი დავით ბაქრაძის ქუჩის მხრიდან)
💡 მოგვიერთდით და გახდით საქართველოს მომავლის ფორმირების ნაწილი!”-ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სრულად იხილეთ აქ

იტვირთბა....