ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა” – ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიაზე

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს. მის თავმჯდომარედ ეკა კი ბესელია დანიშნოს.

„სალომე ზურაბიშვილი თუ შეწყალების კომისიას აღდგენს, იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი იყო ამ კომისიის გაუქმება. თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა და რა თქმა უნდა, ერთხელ რომ რაღაცას გემო გაუგებ, მერე სულ გინდა. თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლი ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი… ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს ნუ გახვევს, ასეთ შარში ნუ გახვევს ქვეყანას და ნუ გახვევს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

იტვირთბა....