ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

აქცია პროკურატურასთან: ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან?

საპროტესტო აქცია “ეს შენ გეხება“ პროკურატურასთან დასრულდა. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციების აქტივისტებმა ფარული ვიდეოკადრების გავრცელებაზე ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ვერ ხედავენ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და დაინტერესებას ამ საქმეების გახსნით.

„არაერთი დღე გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ აქვს თუ არა გამოძიებას ხელშესახები პროცესი, ამის შესახებ საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რაც ბუნებრივია აძლიერებს განცდას, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, უნდა დადგინდეს ვინ იდგა უზარმაზარი არქივების შექმნის უკან და მოხდეს მათი სამაგალითოდ დასჯა.

იტვირთბა....