ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გარკვეული პირები აორგანიზებდნენ ბიზნესს, როცა წვევამდელის მიერ ონლაინ სტუდენტის სტატუსის მოპოვების გზით, მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ხდებოდა შესაძლებელი“ – გრიგოლ გიორგაძე

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, პარლამენტის პრენალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.

„ჩვენი ამოცანაა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯარისგან თავის არიდების საშუალება არ მივცეთ და მეორეს მხრივ, განათლების მიღების უფლების რეალიზება მოხდეს. ონლაინ სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის ხუთი ალტერნატივა იქნება შეთავაზებული.

2025 წლიდან წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაიწვევიან და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადდებიან. არის 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი მომზადების ვადა. ონლაინ სტუდენტებს 2025 წლიდან ეს ვარიაცია შეეთავაზებათ.

ონლაინ სტუდენტებს ასევე სტუდენტების სამხედრო მომზადების პროგრამას ვთავაზობთ, რაც წელიწადში ერთხელ, ერთი თვით სამხედრო მომზადების პროგრამის გავლას გულისხმობს, რაც თავსებადია სწავლებასთან. გარდა ამისა, ალტერნატივად არის შეთავაზება რეზერვის ოფიცრის მომზადების პროგრამა – ეს არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის უქმე დღეების ხარჯზე შედგენილი 4-წლიანი პროგრამა.

გარდა ამისა, არსებობს აქტიური რეზერვის მიმართულება, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე შეკრება, რაც უქმეების ხარჯზე მოხდება და ხელფასის მიღება. თუ სამ წელს შეასრულებენ სამხედრო სავალდებულო სამსახური შესრულებულად ჩაეთვლებათ“, – განაცხადა გიორგაძემ

იტვირთბა....