ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების გარეშე” – ჩეხეთის რეზოლუცია

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

„ამ არჩევნებს არ მოუგვარებია პრობლემა, რადგან ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ. ხოლო, მათ, ვინც მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ფარული არჩევანი გაეკეთებინათ, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყო ზეწოლა და დაშინება […]

საქართველო დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფლობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა სახელმწიფომ. ღრმა კრიზისი, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იტვირთბა....