უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთის პასუხი ჯერ კიდევ უნცობია ცეცლხის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას ომის შეწყვეტა არ სურს.
„სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“.– წერს ზელენსკი.