ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვფიქრობ, ეს მოხდება – ჩვენ ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ანექსიის შესაძლებლობა დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვაზე – როგორია თქვენი ხედვა გრენლანდიის პოტენციურ ანექსიაზე? – აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

ვფიქრობ, ეს მოხდება. ჩვენ ეს გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოგვიწევს გარიგების დადება გრენლანდიასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....