ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული ოცნება” თავდაცვის კოდექს ცვლის – კანონი მკაცრდება

“ქართული ოცნება” თავდაცვის კოდექს ცვლის.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუ აქამდე უცხოეთში მყოფ სტუდენტს ჯარის გადავადება შეეძლო, კოდექსის ცვლილების შემდეგ, ეს შეუძლებელი იქნება. სტუდენტი ჯარში უნდა წავიდეს, ლექციებს კი, მაგალითად, დისტანციურად დაესწროს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს ცხოვრებას ურთულებენ.

„მაგალითად, სტუდენტი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ დისტანციურად, ის დაექვემდებარება სავალდებულო სამსახურს და მოუწევს ჯართან ერთად სწავლა და ამის პირობებს შეუქმნის სამინისტრო. მთავარი და შემაშფოთებელი: სიტყვაზე, ავიღოთ, რომ მე ვარ პაცეფისტი და ამ შემთხვევაში ალტერნატიულ სამსახურში უნდა წავიდე და არა სავამდებულო სამსახურში. ამ შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება თქვას, რომ მე ვარ აფერისტი და არა პაცეფისტი ან მაგალითად, „გირჩის“ მსახური, და წამიყვანოს ჯარში ისე, რომ სასამართლომ არ შეაჩეროს ჩემი ჯარში მსახური“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია.

იტვირთბა....