ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სუს-ის ჩანერგილებს თავის გახსენებები აქვთ; ნატალია ძიძიგურს ახლა გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა…“ – ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ნატალი ძიძიგურის ბრალდებას გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, თავის დროზე, სუს -ის ჩანერგილებს ამ პარტიაში, ახლა თავის გახსენებები აქვთ. მოახლოებული არჩევნების დროს გაახსენდა ნატალია ძიძიგურს, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა და როცა დაკრა ფეხი და გადაბარგდა მოსყიდვების და სარგებლის მიღების შემდეგ მმართველი პარტიის ჯიბეში, მაშინ არაფერი ახსოვდა. ეს არის ის მეთოდები, რომელსაც “ოცნება” იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის შანტაჟი, მოსყიდვა, ეს არის ფოჩიანი კანფეტების მეთოდი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება.

როცა ადამიანი გამოდის თავის პარტიიდან წასვლის შემდეგ, წლების მერე და რაღაც სისულელეებს ჰყვება, ეს არის პირდაპირ სუს- ის ხელწერა. კონკრეტულად ნატალიას შეიძლება ეს არ მიემართებოდეს, მაგრამ მეთოდიკა არის სუს- ის. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნატალია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამტარებელია, თავის დროზეც ეს მეთოდოლოგია გაატარა, დღესაც ამ მეთოდოლოგიას ატარებს. ვინც ამ მეთოდებს ექვემდებარება, ნიშნავს, რომ თავიდანვე მოწყვლადი იყო. მე არ ვიცი ახლა, სახელშეკრულებო ურთიერთობა რა თანხაზე აქვს გაფორმებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ძიძიგურის განცხადებას გაეცანით ბმულზე

იტვირთბა....