ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება” – გახარიას პარტიიდან გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი

“საქართველოსთვის” პარტიიდან გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს, მათ შორის აკაკი გვიანიძეს, ზეწოლასა და პირადი ცხოვრებით შანტაჟში ადანაშაულებს.

„ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება იმისთვის, რომ მე შემექმნა ფრაქცია. მაგათმა გამოიყენეს ჩემი პირადი ცხოვრება, იმ პერიოდისთვის დაძაბულობა პირად ცხოვრებაში და ეს ადამიანი გამოიყენეს ინსტრუმენტად ჩემ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ მე დამეცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, მე მივმართე კონკრეტულ ნაბიჯებს. მე გამოვაწერინე შემაკავებელი ოქმი, მივმართე სასამართლოს“, – თქვა ძიძიგურმა.

იტვირთბა....