ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ირაკლი ბერაია არის ნაძირალა და, აქედან გამომდინარე, მასთან ადამიანური ურთიერთობა შეუძლებელია“ – იაგო ხვიჩია

ორი დღის წინ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.

ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. მესამე დღეა, ოპოზიცია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან ბერაიას გადადგომას ითხოვს.

მთავრობის ოპონენტთაგან ერთ-ერთი მწვავე გამოსვლები ჰქონდა „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას.

„მეტრონომი“ ხვიჩიას დაუკავშირდა და ესაუბრა თემაზე – ქვეყანაში არსებული უმწვავესი პოლიტიკური პოლარიზაცია გასცდა პოლიტიკას და გადავიდა ელემენტარული ადამიანური ურთიერთობების სფეროში? რამდენად არის შესაძლებელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ნორმალური ადამიანური კომუნიკაცია?

[su_quote] „ქართულ ოცნებაშიც“ არსებობენ ნორმალური ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა შეიძლება და ასევე არსებობენ ნაძირალები, როგორიც არის ირაკლი ბერაია. აქედან გამომდინარე, ბერაიასთან ადამიანური ურთიერთობა შეუძლებელია. ამიტომ ხდება ახლა ეს ყველაფერი მის ირგვლივ.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსეობს, ამიტომ თეონა აქუბარდიას ბრძოლას ამ მიმართულებით აზრი არ აქვს. [/su_quote]

– განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, თეონა აქუბარდიას თქმით, ბერაიას ცალყბად მოხდილი ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი.

იტვირთბა....