პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ბერაია დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას დაუპირისპირდა.
„ჯერ იყო და ის თქვა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში არ აძლევს ხმას არც ერთ გადაწყვეტილებას იმიტომ რონ ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი.
ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და არაერთი ჩემი შენიშვნა, როდესაც ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზი არ მჯდარა. იყო გაქცეული ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, “პახმელიაზე” ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა“, – თქვა ბერაიამ.