ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სიტყვას გაძლევთ, პარლამენტის არცერთი სხდომა არ იქნება, სადაც არ ვილაპარაკებ, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა“ – ელისაშვილი ბერაიაზე

გასულ დღეებში პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის შესახებ, „პალიტრის“ ეთერში, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა.

„ეს არ იყო გულწრფელი ბოდიში, უბრალოდ პარტიის ბოსებმა ირაკლი ბერაიას უთხრეს, რომ გამოხვალ და რაღაცნაირად ბოდიშს მოიხდიო და უკანა კბილებით მოიხადა ბოდიში, ყასიდად და ძალიან ცალყბად, ძალიან არადამაჯერებლად. შესაბამისად უნდა წავიდეს თანამდებობიდან. მე იმ თანამდებობაზე არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ სულ რაღაც გულისრევის განცდა მაქვს გუშინდლიდან მოყოლებული. კაცებად ვიბადებით და ქალებად ვიბადებით, დეპუტატებად და კომიტეტის თავმჯდომარეებად ხომ არ ვიბადებით? კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატი რომ აღარ იქნები, ხომ კაცად უნდა დარჩე? ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ეს ისევ მაგისთვის არის კარგი, რომ სახე შეინარჩუნოს. რომ აიღო კასრი და ის რაღაც დაისხა თავზე, ვინ რჯიდა?

„ქართული ოცნების“ ნებისმიერ მხარდამჭერს მინდა ვკითხო, თქვენს ცოლზე, დაზე, გოგოზე, შვილზე ასე რომ ვიღაცამ ილაპარაკოს, რა რეაქცია გექნებათ? მიმიფურთხებია პოლიტიკისთვისაც, პარლამენტისთვისაც და ყველაფრისთვისაც. ვიღაცები რომ დამდგარან და „აპრავებენ“, მოდი რა, კაცები ვიყოთ და ქალები ვიყოთ და ქართველები ვიყოთ პირველ რიგში. ასე შეიძლება ქალზე ილაპარაკო? ასეთი საზიზღრობა შეიძლება ტვინში მოგივიდეს და შემდეგ პარლამენტში მიკროფონი ჩართო და ერთი საათი ლაპარაკობდე?“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას ცალყბად მოხდილი ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი.

იტვირთბა....