ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“ – მელიას მიმართვა ენმ-ს მენეჯმენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ ექსთავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალური ქსელით ენმ-ს მენეჯმენტს მიმართავს.

„მინდა ოპოზიციას, კონკრეტულად კი, ნაციონალური მოძრაობის ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს, აინტერესებთ პარტიის მხარდამჭერებს:
კონკრეტულად რა საქმეზეა ნაციონალური მოძრაობა დღეს პარლამენტში;
1. იმის ფონზე რომ, არ შედგა არავითარი მუშაობა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება – ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა.
2. 2023 წლის იანვრიდან, პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ.
3. ოპოზიციას, 50 ხმის არსებობის შემთხვევაში, აქვს კომისიის შექმნის უფლება – ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ.
ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის.
მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად.
“უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ” – არგუმენტი არ მიიღება, რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არაუშავს, აქ ისხედით მაინცო?
კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ…“, – წერს მელია.

შეგახსენებთ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას ცალყბად მოხდილი ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი.

იტვირთბა....