ღაზის ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ამოწურვის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა, – ამის შესახებ „სიენენს“ ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გალალ ისმაილმა განუცხადა.
„ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა ისმაილმა.
ისმაილმა აღნიშნა, რომ ღაზის მოსახლეობას შეუძლია ელექტროენერგიის გენერატორების გამოყენება, მაგრამ საზღვრის ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავის მარაგი ამოწურულია.
წყარო – “პირველი არხი”