ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელიას საქმეზე გვახსოვს შემოტევა უცხოეთიდან, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოიხადონ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება კანონს იცავს, გვახსოვს შემოტევა უცხოეთიდან, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოიხადონ

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს. დღეს შეიძლება იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, თანდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილებები იყო მიღებული, გვახსოვს, რამხელა შემოტევა მოდიოდა უცხოეთიდან. შეგვიძლია, არქივიდან ამოვიღოთ მასალები, რა განცხადებები კეთდებოდა იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, ვინც გვეუბნება, რომ საქართველოს მეგობრები არიან და გული შესტკივათ ჩვენს ხვალინდელ დღეზე. რეალურად, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანაში როგორმე ყველანაირი ბინძური მეთოდით მოხდეს ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება, ჩამოგდება. იგივე იყო სააკაშვილის თემის შემოგორება საქართველოში და მთელი ის კამპანია, რა განცხადებებსაც ვისმენდით. გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღო. იგივე არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში და, რა თქმა უნდა, უნდა შერცხვეთ ამ ადამიანებს, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რასაც ისინი აწარმოებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სირცხვილი არ აქვთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და ისინი ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ეს არის მარტივი მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სტრასბურგმა მელიას საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

აღნიშნულ ვერდიქტს გამოეხმაურა თავად მელიაც.

იტვირთბა....