მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი გიორგი შანიძეა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

შანიძეს სამეთვალყურეო კამერის დაზიანებისთვის 1,5 წლით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანისთვის კი 4 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

შეგახსენებთ, პოლიციამ გიორგი შანიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).

იტვირთბა....